საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფი" ტრადიციისამებრ იწყებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შერჩევას, მათი სამომავლო დასაქმების მიზნით

მოგესალმებათ საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფი"

საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფი" ტრადიციისამებრ იწყებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შერჩევას, მათი სამომავლო დასაქმების მიზნით.

წლევანდელი შერჩევის მიზანია ვიპოვოთ ნიჭიერი, სხარტი და გონიერი სტუდენტები. მათი შერჩევა მოხდება არა აკადემიური მოსწრებით, არამედ პრობლემების გადაჭრის უნარით და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

წლევანდელ შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ III და IV კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგი ფაკულტეტების ჩამოთვლილ მიმართულებებზე (მიუხედავად იმისა უკვე აქვს მიღებული მონაწილეობა შერჩევაში თუ არა):

ფაკულტეტები და მიმართულებები, რომელთაც ენიჭებათ პრიორიტეტი:

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - III და IV კურსი
1. მათემატიკა
2. კომპიუტერული მეცნიერება
3. კომპიუტერული მეცნიერება (ფრანგულ – ქართული)
4. ფიზიკა
5. ქიმია

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა - III და IV კურსი
1. საერთაშორისო ურთიერთობები
2. ფსიქოლოგია
3. სოციოლოგია

ეკონომიკისა და ბიზნესის - III და IV კურსი
1. ეკონომიკა
2. ბიზნესის მართვა
იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა შერჩევის პროცესში, საჭიროა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

www.synergy.ge/recruit

რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

დარეგისტრირებულ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტესტები, და გასაუბრებები, მიეცემათ სხვადასხვა სახის და სირთულის დავალებები.

შერჩევის ყველა ეტაპის წარმატებულად გავლის შემთხვევაში:

“სინერჯი ჯგუფი” სტუდენტს შეთავაზებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პერიოდს (ხელფასი განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მოცულობის და ღირებულების მიხედვით). ხოლო, სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტს მიეცემა საშუალება გახდეს “სინერჯი ჯგუფის” წევრი ან დასაქმდეს სინერჯის პარტნიორ კომპანიაში.


გისურვებთ წარმატებებს.






დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე - www.synergy.ge