2014-10-01

ინგლისურენოვანი კურსი Introduction to IFRS ბაკალავრიატის მესამე და მეოთხეკურსელი სტუდენტებისათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება სპეციალური ინგლისურენოვანი კურსი Introduction to IFRS (International Financial Reporting Standards) რომელსაც გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელი სებასტიან ტიდემანი (Sebastian Tideman). მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.

კურსი, გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში - 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე. მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღიურად ორი აკადემიური საათის განმავლობაში და დაიწყება 12:00 საათზე.

კურსზე ადგილები შეზღუდულია და მასზე მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი ელქტრული რეგისტრაცია. დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, მათ ვინც დაინტერესებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით და კარგად ფლობს ინგლისურ ენას. კურსზე სწავლება უფასოა.

რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ წერილი მისამართზე economics@tsu.ge მოგვწერეთ თქვენი სახელი და გვარი, დაადასტურეთ, რომ ხართ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და რომ საკმარისად კარგად ფლობთ ინგლისურ ენას. თუ ჩვენგან მოგივიდათ პასუხი, რომ დარეგისტრირებული ხართ, მაშინ უნდა გამოცხადდეთ ორშაბათს, 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე