2014-09-19

დასაქმების შესაძლებლობა სადაზღვევო კომპანია "ალდაგში"

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, თსუ-ს მაღლივ კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომლებთან. სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" წარმომადგენელი სტუდენტებს გააცნობს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებს და იქვე შეავსებინებს სააპლიკაციო ფორმებს.
სტუდენტების დასწრება თავისუფალია!
Print

« იხ. ყველა სიახლე