ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-07

სადაზღვევო კომპანია ალდაგის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია და მისი გენერალური დირექტორის ბატონ გიორგი ბარათაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პირველობა ბაზარზე: ლიდერი კომპანიის პასუხიმგებლობა და გამოწვევები“

სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის საჯარო ლექცია თემაზე:
„პირველობა ბაზარზე: ლიდერი კომპანიის პასუხიმგებლობა და გამოწვევები“ გაიმართება ოთხშაბათს, 10 ივნისს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

1990 წელს ალდაგის დაარსებით საქართველოში კერძო დაზღვევის ისტორია დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ალდაგის გენერალური დირექტორი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, დოქტორანტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ესაუბრება ისეთ თემაბზე, როგორიცაა: სადაზღვევო ბაზრის განვითარება და მისი პერსპექტივები, ლიდერი კომპანიის მოქნილობა, ბაზრის ცვლილებებსა და ბიზნეს გამოწვევებზე დროული რეაქცია და პროფესიონალიზმი.

ალდაგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტუდენტების დასაქმების კუთხით. ამავე შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნობენ კომპანიაში არსებულ სხვადასხვა ვაკანსიებს და ისაუბრებენ დასაქმების პერსპექტივებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე