ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-30

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფის) სტიპენდიანტები

უკვე მეშვიდე წელია, რაც გრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და  საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ბაფი) შორის. ყოველწლიურად ბაფის სტიპენდიები ენიშნებათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის წარჩინებულ და პერსპექტიულ სტუდენტებს.

სტიპენდიის ოდენობა, რომელიც ერთი წლის ვადით გაიცემა მეოთხე კურსელებისათვის თითოეულ სტუდენტზე შეადგენს თვეში 135 ლარს.

აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია არა მხოლოდ წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუღალტრული აღრიცხვის საგნის სწავლების და მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალების მომზადების ხელშეწყობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი მადლობას უხდის ბაფის ხელმძღვანელებს სტუდენტებისადმი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. კერძოდ, ბაფის გამგეობის თავმჯდომარეს ბატონ რევაზ ძაძამიას და ბაფის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ლავრენტი ჭუმბურიძეს. განსაკუთრებული მადლობა ასევე ეკუთვნის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ ელენე ხარაბაძეს;

Print

« იხ. ყველა სიახლე