ჩატარდა III საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები".

7 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ჩატარდა მე_3 უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის თემაზე: ,,საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები’’.
კონფერენცია გახსნა და დამსწრე აუდიტორიას შესავალი სიტყვით მიმართა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა აკაკი ხელაძემ.
საინტერესო კონფერენციას ორგანიზება გაუკეთა თსუ_ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ,,ინოვაციური მენეჯმენტის ცენტრმა’’ (ხელმძღვანელი, პროფესორი  იოსებ მასურაშვილი) ფაკულტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებასთან (თავმჯდომარე ქეთევან ქვლივიძე) ერთად.
კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაზე: თსუ-ის სტუდენტმა  სესილი ტაბატაძემ თემაზე _ ,,სოფლის მეურნეობის დაზღვევა საქართველოში’’, გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ვლადიმერ ციცაგიმ და ამირან ხაბაზიშვილმა თემაზე _ "სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და ძირითადი პრიორიტეტები საქართველოში’’. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლევან რიჟამაძემ და ლევან ქავზინიძემ თემაზე _ "სოციალური ქსელები ბრენდინგის სამსახურში’’ და ა.შ.
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს კი დამატებით საჩუქრად გადაეცათ წიგნი ,,უნივერსიტეტი’’.