საერთაშორისო საზაფხულო ეკონომიკური სკოლა კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტებისათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეზე 2010 წლის 15 მაისს შედგა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ”გლობალიზაცია და საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები”. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მა წარჩინებულმა სტუდენტმა, რომელთაგან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს დავით ნიკოლაიშვილმა, ანა მარდალეიშვილმა, ნინო პატარიძემ, რუსუდან გონგლაძემ და ერეკლე პირველმა.

კონფერენციაში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ხოლო, ჟიურის მიერ შერჩეული 5 გამარჯვებული გაემგზავრება უკრაინაში საერთაშორისო საზაფხულო ეკონომიკურ სკოლაში, სადაც 2010 წლის 1-7 ივლისს გაიმართება მსოფლიოს 15 ქვეყნის სტუდენტთა შეკრება. მათ დონეცკსა და სვიატიგორსკში მეცადინეობები ექნებათ საერთაშორისო ეკონომიკის ძირითად საკითხებში, სასიამოვნო დასვენებასთან და გართობასთან ერთად. საზაფხულო სკოლის მსმენელთა ცხოვრების და კვების ხარჯებს მთლიანად უზრუნველყოფს მასპინძელი მხარე, ხოლო კონფერენციაში გამარჯვებული 3 საუკეთესო სტუდენტის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.