„oikos Tbilisi“ და თსუ: საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მდგრადი აგროტურიზმი“

„oikos Tbilisi“-ის და
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ორგანიზებით
7-9 სექტემბერს გაიმართება

საერთაშორისო კონფერენცია
თემაზე:
“მდგრადი აგროტურიზმი“.


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მისამართზე:


http://tbilisi.oikos-international.org/projects/oikos-cee-regional-meeting.html


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აგვისტო.


კონფერენციაში მონაწილეობას ასევე მიიღებს  50–მდე უცხოელი სტუდენტი შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ლონდონის ეკონომიკის სკოლა, შვეიცარიის სტ. გალენის უნივერსიტეტი, ბარსელონის ESADA ბიზნეს სკოლა, პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვარშავის ეკონომიკის სკოლა, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, ბეირუთის უნივერსიტეტი, ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი, და ა.შ.


კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროს და უწების წარმომადგენლები.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ oikos Tbilisi-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს:


www.oikos-tbilisi.org


გისურვებთ წარმატებებს


oikos Tbilisi