2013-12-18

"ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს" კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დააჯილდოება

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია "ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს" კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოეს.

გამარჯვებულ 12 სტუდენტს "ბრიტიშ ამერიკან ტობაკო" სწავლის საფასურს გადაუხდის.

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის, ასევე იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შორის პირველ ტურში 24 სტუდენტი შეირჩა (თითო ფაკულტეტიდან 12-12 სტუდენტი) მეორე ტურში გამოვლინდა 12 გამარჯვებული.

გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატები გადასცეს თსუ-ს რექტორის მოადგილემ მარინე ჩიტაშვილმა, საკონსკურსო კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, კომპანია "ბრიტიშ ამერიკან ტობაკოს" კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ზვიად სხვიტარიძემ და კომისიის სხვა წევრებმა.

„ჩვენს წარმატებულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, კომპანიამ "ბრიტიშ ამერიკან ტობაკო" დაუფინანსოს სწავლის საფასური. ღრმად ვარ დარწმუნებული, სხვა წარმატებული კომპანიები მიბაძავენ ამ წამოწყებას და სხვა სტუდენტებსაც მისცემენ შესაძლებლობას, რომ ნაკლები დრო დაუთმონ მატერიალური რესურსების ძიებას და მეტი დრო დაუთმონ სწავლას და განათლებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„ესენი არიან სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება ძალიან მაღალია. მათ უნდათ სწავლა და არ აქვთ ხელშეწყობა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გამო, ამიტომ მიმაჩნია, რომ კომპანიამ "ბრიტიშ ამერიკან ტობაკო" სულ ცოტა 12 ადამიანს მისცა შესაძლებლობა პრობლემის გარეშე დაასრულოს სწავლება,“ - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ მარინე ჩიტაშვილმა.

გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდნენ: ლიდერის უნარ-ჩვევები, აკადემიური მოსწრება, ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა, სამუშო გამოცდილება, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მოტივაცია.


Print

« იხ. ყველა სიახლე