სტუდენტთა საყურადღებოდ!

Estonian Development Co-operation–ის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ერთობლივი პროექტი “Tbilisi State University Start-up Enterprise Workshops Projct”, რომელიც მიზნად ისახავს ტრეინინგ–პროგრამების საშუალებით თსუ სტუდენტების მომზადებას კერძო მეწარმეობის განსავითარებლად.

უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ა/წ 10 დეკემბერს ჩატარდება სასტარტო ტრეინინგი (ინგლისურ ენაზე), რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილე სტუდენტებში მცირე ბიზნესი–გეგმების შემუშავების უნარების ჩამოყალიბებას. პროექტებში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სათანადო სერთიფიკატს და სამი წარმატებული ბიზნესი–გეგმის ავტორი დაჯილდოვფება Kindle ელექტრონული საკითხავი მოწყობილობით.

სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ელ.ფოსტის მისამართზე:   mari.kvirkvaia@tsu.ge

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. იჩქარეთ!!!