სტუდენტური კონკურსი: რევოლუციური იდეები ბიზნესში

15 მარტს 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური კონკურსის: რევოლუციური იდეები ბიზნესში – პრეზენტაცია:

საბროკერო კომპანია Forex Club და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებენ ინტელექტუალურ კონკურსს სტუდენტებისთვის ბიზნესიდეების შესაქმნელად.

პროექტის პარტნიორები არიან კომპანიები:
 Ty Quadro Capital & SME Investment Fund "Green Capital"

კონკურსის მიზანია კომპანიამ მიიღოს ახალი იდეები კლიენტთა ბაზის უკეთ გამოსაყენებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონკურსში გაიმარჯვებენ ის მონაწილეები ან გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ, მკაფიოდ განსაზღვრულ, კრეატიულ და რეალისტურ იდეებს Forex Club-ისთვის.

პრიზები:
I.    ადგილი 1,000 ლარი
II.    ადგილი 700 ლარი
III.    ადგილი 500 ლარი

ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, Forex Club-მა გამარჯვებულთათვის პრიზის სახით შეიძლება დააწესოს კომპანიაში სტაჟირების ან დასაქმების შესაძლებლობა.

ბიზნეს იდეები მიიღება 2013 წლის 19 მარტის ჩათვლით.

კონკურსის მონაწილემ/გუნდმა საკუთარი ბიზნეს იდეა უნდა მოამზადოს PowerPoint პრეზენტაციის სახით ინგლისურ ან რუსულ ენაზე. პრეზენტაცია უნდა გადაიტანოს PDF ფორმატში და გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ForexClub@freeuni.edu.ge

კონკურსის წესების გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს
www.Facebook.com/RIBGEO