განცხადება ხართ ენერგიული, ინოვაციების მოყვარული, შემოქმედებითი ახალგაზრდა? მაშინ თქვენ დაგაინტერესებთ სემინარი “სოციალური მეწარმეობის კონცეფცია და მსოფლიო გამოცდილება.”

სემინარზე საუბარი იქნება ბიზნესის კეთების ალტერნატიულ გზებზე. სემინარი ინტერაქტიური ხასიათისაა და გამდიდრებულია ფოტო-ვიდეო მასალით.

სემინარს გაუძღვებიან სოციალური მეწარმეობის საკითხის ექსპერტები “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრიდან” და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან”.
იხილეთ დანართი

სემინარი ჩატარდება 21 მარტს 14.00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსი, აუდიტორია 206.

საკონტაქტო პირი: დავით ნარმანია, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა, 599 11 66 33, davit.narmania@tsu.ge