ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-12

სწავლება გერმანიაში ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

გერმანიის ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი გაძლევთ შანსს სრულიად უფასოდ ისწავლოთ „აგრარული მენეჯმენტის საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე” (MBA – Master of Business Administration in Agriculture), რომელიც 2008 წელს შესულ იქნა ტოპ 10 საუკეთესო საერთაშორისო სამაგისტრო კურსების რეიტინგში გერმანიაში.
ზემოაღნიშნული უნივერსიტეტს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 1998 წლიდან დღემდე ვაინშტეფანის უნივერსიტეტი დაამთავრა 50-მდე ქართველმა სტუდენტმა, რომლებიც დღეს წარმატებულად დასაქმებულები არიან სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში.
ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლება მოიცავს: 1 პრაქტიკულ სემესტრს (5 თვე სასოფლ-სამეურნეო პრაქტიკა ბავარიის ფერმებში) და 3 თეორიულ სემესტრს. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ეძლევა გერმანული დიპლომი.
ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურში უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
•    უნდა იყვნენ ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრის მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები.
•    სასურველია გააჩნდეთ გერმანული ენის ფლობის გარკვეული დონე (სასურველია, თუმცა არა აუცილებელის ენის ფლობის მაღალი დონე)
სტუდენტების შერჩევა მოხდება თებერვალ-მარტის თვეში გერმანელი პროფესორის მიერ გერმანულ ენაში ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ.
გერმანიაში სწავლების თაობაზე დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ვაინშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ჯიმშერ კოშაძეს (599 41 06 36), ხოლო კონკურსში მონაწილეობისათვის ორგანიზაციულ საკითხებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორს ეთერ ხარაიშვილს (577 42 42 94; www.eter.kharaishvili@tsu.ge).

Print

« იხ. ყველა სიახლე