ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-30

საუნივერსიტეტო წიგნის მაღაზიის გახსნა თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში


2 ნოემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში  საუნივერსიტეტო წიგნის  მაღაზია გაიხსნება.

გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზია მყიდველს თსუ გამომცემლობის წიგნებზე 10-60%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს. ფასდაკლების აქცია იმოქმედებს თსუ პირველი კორპუსის მაღაზიაშიც, რომელიც ოთხი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2,თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, ფოიე

Print

« იხ. ყველა სიახლე