ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-20

ღვინის ეროვნული სააგენტოს სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია და დისკუსია საქართველოში მეღვინეობის ტრადიციების შესახებ.

სამშაბათს, 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება ღვინის ეროვნული სააგენტოს სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია და დისკუსია საქართველოში მეღვინეობის ტრადიციების შესახებ.



ამასთან, სტუდენტებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ ღვინის ტურში, რომელიც გაიმართება კვირას, 28 სექტემბერს კახეთში და მონაწილეობა მიიღონ რთველში, სტუდენტები ეწვევიან ღვინის ჩამოსასხმელ ქარხნებს, დააგემოვნებენ ქართული ღვინის უნიკალურ სახეობებს და ჩაერთვებიან სხვადასხვა წამახალისებელ კონკურსებში.
დასწრება თავისუფალია!
Print

« იხ. ყველა სიახლე