კლაუს ჰიპმა სამი სტუდენტი შეარჩია

გერმანელმა მეწარმემ, ბავშვთა კვების პროდუქტების მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “HIPP” –ის დამფუძნებელმა კლაუს ჰიპმა შეარჩია ის მორიგი სამი სტუდენტი, რომლებიც 2013 წლის ზაფხულის განმავლობაში ერთთვიან პრაქტიკას გაივლიან მის კუთვნილ საწარმოში გერმანიაში:

ლია ახალაია (ეკონომიკა, მე–2 კურსი),
ცოტნე მაისურაძე (ბიზნესის ადმინისტრირება, მე–3 კურსი),
ირაკლი ქართველიშვილი (ბიზნესის ადმინისტრირება, მე–4 კურსი).

ვულოცავთ კლაუს ჰიპის რჩეულ სტუდენტებს და ნაყოფიერ საზაფხულო პრაქტიკებს ვუსურვებთ გერმანიაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს და საქართველოს დიდ მეგობარს ბატონ კლაუს ჰიპპს, კი კვლავაც უდიდეს მადლობას მოვახსენებთ იმ დიდი ღვაწლისა და თანადგომისათვის, რასაც იგი ეწევა, ასე უანგაროდ, უკვე მერამდენე წელია, ჩვენი ფაკულტეტს  სტუდენტებისათვის.