2014-01-14

საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

14 იანვარი, 2014 წ.
N01/2014  

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 დეკემბრის  №135/2013 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:

1.  გამოცხადდეს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები;

2.     ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2014 წლის 27 თებერვალს, 12.00-15.00 სთ.;

3.     დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2014 წლის 17 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით (10.00-17.00 სთ.), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქ. N2 (უნივერსიტეტის მე–10 კორპუსი), ოთახი N310;

4.     დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
4.1     განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
4.2     განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ;

4.3     ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე–3 მუხლით დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარმოადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას.  

5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 დეკემბრის №135/2013 დადგენილებით: http://tsu.edu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2013/1352013//






Print

« იხ. ყველა სიახლე