პირველკურსელების საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელებო, ძვირფასო სტუდენტებო! გილოცავთ სტუდენტობას და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გაცნობებთ, რომ 17 სექტემბერს, 13:00 საათზე, მაღლივი კორპუსის 208–ე აუდიტორიაში მოეწყობა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელების შეხვედრა დეკანთან და ფაკულტეტის პროფესურასთან. გთხოვთ მობრძანდეთ!