2019-12-23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ გიორგი შარვაშიძის შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან

23 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე შეხვდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს. მან ვრცლად ისაუბრა უკანასკნელ წლებში უნივერსიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ხაზი გაუსვა მიღწევებსა და წარმატებებს და გამოკვეთა არსებული გამოწვევები. შეხვედრამ, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.











Print

« იხ. ყველა სიახლე