როგორ მოვძებნოთ სამსახური? Mindstream Learning–ის მოსამზადებელი სემინარი თსუ სტუდენტებისათვის, რათა მათ უკეთესად შეძლონ საკუთარი თავის წარმოჩენა პოტენციური დამსაქმებლის წინაშე.

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2012 წლის ბოლოს ორგანიზაცია Mindstream გეგმავს
დასაქმების ფორუმის
ორგანიზებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის სტუდენტებისათვის.

იმისათვის, რომ სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უკეთესად შეძლონ საკუთარი თავის პროფესიონალურად წარდგენა პოტენციური დამსაქმებლების წინაშე,
Mindstream Learning აწყობს

სტუდენტთა მოსამზადებელ სემინარს,
რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

–    კარიერის დაგეგმვა;
–    CV-ის წერის კულტურა;
–    სამოტივაციო წერილი;
–    ინტერვიუ;
–    მოლაპარაკების წარმართვა;
–    კორპორატიული კულტურა.

სემინარი გაიმართება 4 დეკემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე,
თსუ მაღლივი კორპუსის 206–ე აუდიტორიაში.


სტუდენტთა დასწრება თავისუფალია!