ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-12

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი და საჯარო ლექცია: გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩეველს, პროფესორ ჯეფრი დევიდ საქსს თსუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა

12 მარტს, ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს ჯეფრი დევიდ საქსს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ პროფესორ ჯეფრი დევიდ საქსის საჯარო ლექცია გაიმართა. რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ჯეფრი დევიდ საქსი არის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, ინოვაციური მასწავლებელი და მსოფლიო ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში.

კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე იგი ოც წელზე მეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის დირექტორი, ასევე განვითარების საკითხებში გაეროს ფართო დიაპაზონის კომისიის კომისარი და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სპეციალური მრჩეველია.

პროფესორი საქსი „ცისფერი პლანეტის“ 2015 წლის ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელია.

ჟურნალი "The Economist" მას „ყველაზე გავლენიან ცოცხალ ეკონომისტად“, "Time Magazine" „მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ეკონომისტად“, "The New York Times" კი "მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად" მოიხსენიებს.











Print

« იხ. ყველა სიახლე