2013-12-05

მაგისტრანტების საყურადღებოდ! „British American Tobacco (BAT)“ აფინანსებს თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის 6 სტუდენტის 2013–2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურს


სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება აკადემიური მოსწრებისა და სოციალურ–ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით.
დაფინანსებას მიიღებენ ის მაგისტრანტები, რომელთაც მიმდინარე პერიოდში არ აქვთ მოპოვებული რაიმე სახის დაფინანსება ან სტიპენდია.

დაფინანსების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
1)    პირადი განცხადება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხილე ბმული);
2)    ავტობიოგრაფია (CV);
3)    სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.


საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 9 დეკემბერი 18:00 სთ.

საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში – თსუ X (მაღლივი) კორპუსი 311 ოთახი.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე