გია მაისაშვილის საჯარო ლექცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


26 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს  ცნობილი ეკონომისტი ბატონი გია მაისაშვილი ესტუმრა. მან წაიკითხა საჯარო  ლექცია თემაზე: „ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის ხელოვნება და გარდამავალ ეტაპზე მოქმედების სტრატეგია დღევანდელ საქართველოში“. შეხვედრას უამრავი სტუდენტი, დოქტორანტი და პროფესორი დაესწრო. ფაკულტეტის დეკანი ბატონი აკაკი ხელაძე სტუმარს მიესალმა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. ბატონ გია მაისაშვილის ლექციამ დამსწრეთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში სამ საათს გაგრძელდა. სტუდენტებმა თხოვნით მიმართეს სტუმარს მომავალში ასეთი შეხვედრების პერიოდულად გამართვის შესახებ, რასაც ბატონი გია სიამოვნებით დათანხმდა.