2014-01-25

პროფესორ დიმიტრი სოროკინის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


ა.წ. 24 იანვარს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, ამავე აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკური რეგულირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი სოროკინი.

 

შეხვედრა, რომელსაც დაესწრენ თსუ პროფესორები, დოქტორანტები და სტუდენტები გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ პროფესორი დიმიტრი სოროკინი, არის რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ კარგად ცნობილი მეცნიერ ეკონომისტი, მრავალი მნიშვნელოვანი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი. იგი გამოირჩევა რუსეთში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკული ანალიზითა და მწვავე შეფასებებით.


 

პროფესორმა დიმიტრი სოროკინმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი კვლევის, „რუსეთის ეკონომიკის მეოთხე ვექტორი“ შედეგები, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

 

ქართველმა პროფესორებმა მადლობა გადაუხადეს რუს სტუმარს ჩამობრძანებისა და საინტერესო მოხსენებისათვის.  რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის კონტაქტებისა და დიალოგის აუცილებლობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე