ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-30

გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე

30 მაისს, გაიმართა ღია კარის დღე ბიზნესის ადმინისტრირებაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის  ორმაგი  ხარისხის  ერთობლივი  სამაგისტრო  პროგრამისათვის   "საერთაშორისო საწარმოთა მართვა"

ღია კარის დღის მსვლელობაში მონაწილეობდნენ და მრავალრიცხოვანი დაინტერესებული პირების შეკითხვებს უპასუხეს:
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე,
იენის უნივერსიტეტის პროფესორი რაინარდ ჰაუპტი,
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი ქალბატონი ელიზაბეტ ფენორი,
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მენეჯერი ქალბატონი სოფიკო ჯვარშეიშვილი,
პროგრამის კოორდინატორი ბატონი ლაშა ტაბატაძე,
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ქალბატონი ნაზი ჩაგანავა.







შეგახსენებთ, რომ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტი
გთავაზობთ ორმაგი ხარისხის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას
ბიზნესის ადმინისტრირებაში.


სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: "საერთაშორისო საწარმოთა მართვა".

სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა: ორი წელი (ოთხი სემესტრი),
პირველი სასწავლო წელი - საქართველოში, მეორე სასწავლო წელი - გერმანიაში.

სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ორმაგ ხარისხს (ქართულს და გერმანულს):
MBA-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან და
M.Sc in BA იენის უნივერსიტეტის მხრიდან.

მინიჭებული მაგისტრის ხარისხით კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ მუშაობა დაიწყონ როგორც საქართველოსა და გერმანიის, ისე ევროპის სხვადასხვა საწარმოებში და მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო კორპორაციებში.

პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** ერთიანი სამაგისტრო გამოცდები (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის);
** ინგლისური ენის გამოცდა  (ან  წარმოადგინოს მინიმუმ  B2 დონის ცოდნის შესაბამისი სერთიფიკატი);
**ქართული ენის გამოცდა ( მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის)
** შიდა შესარჩევი გამოცდა ეკონომიკის პრინციპებსა და ბიზნესის საფუძვლებში;
** სწავლების საფასური: 1500 ევრო სემესტრში.

პროგრამა ფინანსდება გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის DAAD-ის მიერ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ:
** სტიპენდიები სწავლების დაფინანსებისათვის;
** სტიპენდიები გერმანიაში მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებისთვის.

პირველ სასწავლო წელს, პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი საგნების გარდა, სტუდენტები დამატებით გაივლიან გერმანული ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს.


მისამართი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
0186, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2
თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 416,
ტელეფონი: (+995 32) 2 30 41 49
ფაქსი: (+995 32) 2 30 00 32
ვებ გვერდი:
www.mie.tsu.ge
www.mie.uni-jena.de

პროგრამის ხელმძღვანელია:
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ნარმანია.

საკონტაქტო პირები:
სოფიკო ჯვარშეიშვილი - პროგრამის მენეჯერი
მობილური - 5 77 25 30 98; sofiko.dzhvarsheishvili@tsu.ge
ლაშა ტაბატაძე - პროგრამის კოორდინატორი
მობილური - 5 77 23 39 55; lasha.tabatadze@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე