ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-10

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით (№ 8/2014, 28 იანვარი, 2014) შექმნილი  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის  

ოქმი #4

7  თებერვალი, 2014  წელი


სხდომას ესწრებოდნენ: პროფესორი ე. მექვაბიშვილი  (კომისიის თავმჯდომარე), პროფესორი მ. ტუხაშვილი, (კომისიის თავმჯდომარის მოადგილ), პროფესორი ე. ხარაიშვილი (კომისიის მდივანი), პროფესორი ს.  გელაშვილი, ასოცირებული პროფესორი  შ. გოგიაშვილი.  გამოცხადების ფურცელი თან ერთვის ოქმს.

დღის წესრიგი:


1. შემაჯამებელი ოქმის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე თსუ–ს რექტორისათვის მიმართვის შესახებ
პროფესორი ე. მექვაბიშვილი

2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გამოცხადებულ  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით კენჭისყრის ჩატარებისა და  კონკურსის  შედეგების შეჯამების შესახებ
პროფესორი ე. მექვაბიშვილი

მოისმინეს: 1. შემაჯამებელი ოქმის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე თსუ–ს რექტორისათვის მიმართვის შესახებ პროფესორ ე. მექვაბიშვილის ინფორმაცია.
                   პროფესორმა ე. მექვაბიშვილმა აღნიშნა, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით (დამტკიცებული აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბერი, დადგენილება #126/2013) განსაზღვრული პროცედურების გამო ვერ ხერხდება აკადემიური საბჭოსთვის შემაჯამებელი ოქმის წარდგენა არა უგვიანეს 2014 წლის 10 თებერვლისა. მიზანშეწონილია თსუ–ს რექტორს მივმართოთ თხოვნით აღნიშნული ვადა  გაგრძელდეს  2014 წლის 14 თებერვლამდე.

აზრი გამოთქვეს
: პროფ. მ. ტუხაშვილმა, პროფ. ს. გელაშვილმა, პროფ. ე. ხარაიშვილმა, ასოც. პროფ. შ. გოგიაშვილმა.

დაადგინეს: მომზადდეს წერილი თსუ–ს რექტორის სახელზე, რომ შემაჯამებელი ოქმის აკადემიური საბჭოსთვის წარდგენის ვადად ნაცვლად 2014 წლის 10 თებერვლისა განისაზღვროს 2014 წლის 14 თებერვალი.

მოისმინეს:  2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გამოცხადებულ  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით კენჭისყრის ჩატარების შესახებ პროფ. ე. მექვაბიშვილის ინფორმაცია.
                     პროფ. ე. მექვაბიშვილმა აღნიშნა, რომ  პროცედურის შესაბამისად ჩატარდა პრეტენდენტის შეფასების ორივე ეტაპი. შედეგების გაანალიზებისა და კომისიის ყველა წევრის აზრთა გაზიარების საფუძველზე საჭიროა პრეტენდენტის საკითხი დადგეს ღია კენჭისყრაზე,  რათა გამოვლინდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ თსუ-ს რექტორის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანებით #159/01–01 გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული შემდეგი საკონკურსო აკადემიური თანამდებობის მიხედვით: ,,ეკონომიკის პრინციპების კათედრა“ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

აზრი გამოთქვეს: პროფ. ე. მექვაბიშვილმა. პროფ. მ. ტუხაშვილმა, პროფ. ს. გელაშვილმა, პროფ. ე. ხარაიშვილმა, ასოც. პროფ. შ. გოგიაშვილმა.

ჩატარდა ღია კენჭისყრა: ,,ეკონომიკის პრინციპების კათედრა“,  პროფესორის  ერთ თანამდებობაზე.
ვლადიმერ პაპავა -  გამარჯვებულად გამოცხადების მომხრე - 5,  წინააღმდეგი - 0.

დაადგინეს: 1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ თსუ-ს რექტორის 2013 წლის 5 დეკემბრის  ბრძანებით #159/01–01 გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდეს:
ეკონომიკის პრინციპების კათედრა პროფესორის ერთ თანამდებობაზე:
ვლადიმერ პაპავა   
2. შემაჯამებელი ოქმი გადაეცეს თსუ-ს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.


კომისიის თავმჯდომარე                                                                       ე. მექვაბიშვილი

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე                                                მ. ტუხაშვილი

კომისიის წვრები:                                                                           ს. გელაშვილი
                                                                                                           შ. გოგიაშვილი

კომისიის მდივანი                                                                           ე. ხარაიშვილი


შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში კონკურსანტს უფლება ეძლევა გაასაჩივროს კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედეგები იმავე კომისიაში. კანდიდატმა საჩივარი უნდა ჩააბაროს შესაბამისი ფაკულტეტის კანცელარიაში.
მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქ,  N2  (უნივერსიტეტის მე–10 კორპუსი), ოთახი N310

Print

« იხ. ყველა სიახლე