თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საბანკო სექტორს შორის


24 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს წამყვან კომერციულ ბანკებს, საბანკო ასოციაციას და საბანკო ტრეინინგების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას წამყვან საბანკო ინსტიტუტებში გაივლიან. მსგავსი პრაქტიკა ხელს შეუწყობს სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრებას და გაზრდის სტუდენტთა შემდგომი დასაქმების პერსპექტივას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ბანკის“, „თი–ბი–სი ბანკის“, „ლიბერთი ბანკის“, „ბანკი რესპუბლიკას“, „ვითიბი ბანკი - ჯორჯიას“, „ბაზის ბანკის“, ბანკი „კონსტანტას“ ასევე საქართველოს ბანკების ასოციაციისა და საქართველოს საბანკო ტრეინინგების ცენტრის ხელმძღვანელებმა.