2016-02-12

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ აცხადებს საბუთების მიღებას

 „სწავლის ხელშეწყობის ფონდის “  განცხადება   

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი (lpf.ge)“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული  (CPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

•    ანკეტა (იხ. დანართი);
•    პირადობის მოწმობის ასლი;
•    სტუდენტის სასწავლო ბარათი;
•    ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
•    სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

საბუთები მიიღება: 2016 წლის  15 თებერვლიდან  20 თებერვლამდე;
მიღების საათები: 10.00 სთ-დან 17.30 სთ-მდე.
მისამართი:  თბილისი, უნივერსიტეტის ქ.  N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი,  მე-6 სართული, ოთახი 607;
ტელეფონები: 2 303 217; მობ: 593 273 092; 551 626 320;



Print

« იხ. ყველა სიახლე