2019-10-25

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახური კომიტეტის ღონისძიება თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში

არ  დაივიწყო  2400  უგზო-უკვლოდ  დაკარგული  პირი

25   ოქტომბერს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის 206-ე აუდიტორიაში გაიმართა აქცია ,,არ დაივიწყო 2400“, რომლის მიზანია დაკარგულ პირთა და მათი ოჯახების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა დაკარგულ პირთა ოჯახების მხარდაჭერაში. შეხვედრაზე მოსმენილ იქნა რეალური ისტორიები და გაიცა სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახური კომიტეტი.













Print

« იხ. ყველა სიახლე