ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-14

საქართველოს ინოვაციების კვირეულის პრეზენტაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 24–დან 26 აპრილის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში „საქართველოს ინოვაციების კვირეული“ გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას. ღონისძიება უზრუნველყოფს სექტორის მონაწილეთა ურთიერთთანამშრომლობისათვის ცოდნის და ინფორმაციის გაცვლას, ახალ პროექტებზე და პროდუქტებზე მუშაობის დაწყებას. ღონისძიება IT სფეროს გარდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, სამთავრობო უწყებები, ექსპერტები.

ღონისძიება წელიწადში 4-ჯერ იმართება. ამჟამინდელი ღონისძიება რიგით მესამე იქნება და მის წინამორბედებთან შედარებით ქვე-ღონისძიებების მეტი მრავალფეროვნებით და კომპლექსურობით გამოირჩევა.
ინოვაციების კვირეული არის ღონისძიება, რომლის თითოეული დღე სხვადასხვა სფეროს და თემატიკას ეძღვნება. ეს არის კონფერენციების, სემინარების, ჰაკათონების, გამოფენებისა და მცირე პროექტების ერთობლიობა. კვირეულის მთავარი ღონისძიება 3 დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში იმართება.
პროექტი მოიცავს:
* სამთავრობო და ბიზნესის სესიებს;
* ანდროიდ, iOS და ვებ აპლიკაციების ჰაკათონს;
* CodeBattle-ს;
* ქართული გამოგონებებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენას;
* ბიზნეს მარათონს 20=200

ღონისძიების მოკლე განრიგი:
დღე I - ბიზნეს და სამთავრობო ინოვაციები
დღე II - IT ინოვაციები
დღე III - ტექნოლოგიური ინოვაციები

დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების განრიგის, სპიკერების და კონკურსების პრიზების შესახებ ეტაპობრივად მიიღებთ.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი“ და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი. პროექტის მხარდამჭერები არიან: EPI Georgia, CG Georgia და კომპიუტერული თამაშების წარმოების ასოციაცია (IGDA Georgia)

ღონისძიებაზე დასასწრებად ან/და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/1xAMgHtA1JelC1pkneD8Y2fzESlurkFwwDDwgUBq8pKs/viewform

საკონტაქტო ინფორმაცია:
555 281868 - გიორგი კინწურაშვილი
557 102233 - თამარ კერესელიძე
Facebook გვერდი: www.facebook.com/InnovationsWeek

ამასთან გაცნობებთ, რომ 16 აპრილს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, აღნიშნული კვირეულის შესახებ.

დასწრება თავისუფალია!
Print

« იხ. ყველა სიახლე