ინგლისურად მოსაუბრეთა კლუბი: English Speaking Club–ის პრეზენტაცია

ინგლისურად მოსაუბრეთა კლუბი: English Speaking Club მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ინგლისური ენის სასაუბრო უნარების განვითარებისთვის. ეს არის ინტერაქციული გარემო, სადაც სხვადასხვა აქტივობების, დავალებების, გუნდური მუშაობისა და Case-ების მეშვეობით მონაწილე ეფექტურად გადალახავს ენაში არსებულ ბარიერს და ეუფლება ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბარს.

ESC შედგება სამი ნაწილისგან:
– შესავალი კურსი: ამ ნაწილში ხდება ტრენინგები მოსმენის, საუბრის, კითხვის და წერის შესახებ, ასევე ESC პროექტის უკეთ გაცნობა.
– პრეზენტაციის და დებატების ტრენინგი: პრეზენტაციის შექმნა/ჩატარების ტექნიკა, დებატების კულტურა, Public Speech.
– აქტივობები და სიმულაციები: წინა გამოცდილებებზე დაფუძნებით ხდება პრაქტიკული გარემოს შექმნა ფილმების, წიგნების და ტრენდული სიახლეების გამოყენებით, სადაც მონაწილეები განასახიერებენ სიტუაციურ როლებს და ახდენენ თავისუფალ იმპროვიზაციას.
პროექტის უფასო საჩვენებელი სესია ტარდება ხუთშაბათს, 21 მარტს, 14:00 სთ, თსუ X (მაღლივი) კორპუსის 206 აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია!