2015-11-18

STRATEGICA 2015: გლობალური ლოკალურის პირისპირ - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მონაწილეობა ბუქარესტის კონფერენციაში


მიმდინარე წლის 29-30 ოქტომბერს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა აქტიური მონაწილეობს მიიღეს ქალაქ ბუქარესტში გამართულ  III საერთაშორისო კონფერენციაში `STRATEGICA 2015: გლობალური ლოკალურის პირისპირ~, რომელიც რუმინეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტისა და რუმინეთის ეროვნული ბანკის მიერ იყო ორგანიზებული.



ასოც. პროფ. ნინო პაპაჩაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე "თანამედროვე პროტექციონიზმისა და საერთაშორისო ვაჭრობის თეორიების წინააღმდეგობების ზოგიერთი ასპექტი"; ასოც. პროფ. ირინა გოგორიშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე "ტურისტული ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესების პერსპექტივები საქართველოში" (თნაავტორი სტუ პროფესორი მარინა მეტრეველი); ასოც. პროფ. ინეზა გაგნიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე "კლასტერი, როგორც განვითარების გამოწვევის დაძლევის საშუალება"; ასოც. პროფ. ეკა სეფაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე "ევროკავშირში ინტეგრაცია: აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების საგარეო ვაჭრობის პერსპექტივები"; ასისტენტ-პროფ. ლელა ჯამაგიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე "პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინსტიტუციური და რეგიონის განვითარების კონტექსტით"; კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დოქტორანტები: მარინე თავართქილაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე "პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, როგორც მსოფლიო სავაჭრო სისტემაში მცირე ქვეყნის ინტეგრირების საშუალება (საქართველოს მაგალითზე)"; დოქტორანტმა თამთა მიქაბერიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე "საერთაშორისო ვაჭრობის ახალი ფორმები და ტენდენციები გლობალური კრიზისის პირობებში"; ამასთან, ასოც. პროფ. ნინო პაპაჩაშვილი ხელმძღვანელობდა სექციას "მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების გამოწვევები და განვითარების საკითხები".



საკონფერენციო მოხსენებებს მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტულ გამოცემათა ნომერი (ISSN) და ციტირებული იქნება Thomson Reuter-ის მიერ.



თსუ პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კორპორაციების სოციალური პასუხისმგებლობის პანელურ დისკუსიაში, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი დუმიტრუ ბორთუნი (Dumitru Bortun)   ხელმძღვანელობდა.



დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები: თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის პროფესორ-მასწავლებლები მიწვეულნი არიან 2016 წლის მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე ბუქარესტში, რომელიც 20-21 ოქტომბერს გაიმართება; შემოთავაზებულია პუბლიკაციის შესაძლებლობები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.



კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ დიდი ქართველი მოღვაწის, რუმინეთის ეკლესიის  მიერ 1992 წელს წმინდანად შერაცხული ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარს (Mănăstirea Antim). აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ბუქარესტში აღინიშნება 300 წლისთავი წმინდა ანთიმოზ ივერიელის გარდაცვალებიდან, რომელიც რუმინეთში დიდ საზოგადოებრივ და სულიერ მოღვაწეობას ეწეოდა და 1908 წლიდან გარდაცვალებამდე რუმინეთის ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი და ხელმძღვანელი - მიტროპოლიტი იყო.

Print

« იხ. ყველა სიახლე