ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-14

ძვირფასო სტუდენტებო, პატივცემულო პროფესორებო!


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატის და ადმინისტრაციის სახელით მოგესალმებით და გილოცავთ ახალი 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით მივულოცავ ჩვენს პირველკურსელებს!

მახარებს ის ფაქტი, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ტრადიციისამებრ კვლავაც ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტებით შეივსო, რაც თავის მხრივ, ღირსეული მამულიშვილების და დარგის პროფესიონალების აღზრდის საწინდარია.

წარმატება მინდა ვუსურვო ყველა სტუდენტს სწავლაში და ყველა პროფესორს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.


თეიმურაზ ბერიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

Print

« იხ. ყველა სიახლე