ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-19

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საქველმოქმედო აქცია

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სურვილს გამოთქვამს დაეხმაროს  სამცხე-ჯავახეთის წმ. ნინოს ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს, სადაც ამ დროისთვის ცხოვრობს ყველა ასაკის 150 ბავშვი ( ახალშობილები, ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვები).

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით შეგროვდება ბავშვებისთვის საჭირო ნივთები (ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები და სხვა ნივთები)

თსუ სტუდენტებს და თანამშრომლებს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო აქციაში.
თსუ მაღლივი კორპუსის მე-3 სართული, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი, ოთახი #311.

Print

« იხ. ყველა სიახლე