2015-08-27

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამოიცა სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული

სტუდენტთა მოხსენებათა კრებულში წარმოდგენილია ეკონომიკისა და 
ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების 
მიერ 2015 წლის 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე მოსმენილი 
მოხსენებები. კრებულში წარმოდგენილია 41 მოხსენება.
 ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, გამოცემული 
კრებული ხელს შეუწყობს მომავალი კვლევებისა და სამეცნიერო მუშაობის 
გააქტიურებას სტუდენტებში.  
სამეცნიერო კრებლში კარგადაა ასახული სტუდენტთა თვალით დანახული 
მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მათი 
გადაჭრის გზები. ვფიქრობთ, სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული 
კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს მათ თავიანთი იდეების 
გენერირებისა და ინოვაციური მიდგომების უნარ-ჩვევების ამაღლებისათვის.        

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
Print

« იხ. ყველა სიახლე