2020-07-13

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის წესი

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის წესი 
(2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება Zoom-ის საშუალებით (წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება დეკანის ბრძანებით);
ბრძანება განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ასევე კათედრები აღნიშნულ ინფორმაციას აცნობებენ  მაგისტრანტებს;
zoom-ში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად შედგენილი კომისიის თავმჯდომარის ID მისამართით და პაროლით, რომელიც წინასწარ ეცნობებათ მაგისტრანტებს;
მაგისტრები სამაგისტრო ნაშრომების მატერიალურ ვერსიას (შემოწმებული პლაგიატზე), შესაბამისი რეცენზიებით, წარადგენს კათედრაზე. კათედრა აღნიშნულ მასალებს გადააბარებს კომისიის მდივანს;
სამაგისტრო ნაშრომებისა და რეცენზენტების ელ. ვერსიების თავმოყრის ორგანიზებას განახორციელებს შესაბამისი კათედრა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას გადააგზავნის კომისიის მდივანთან; 
მაგისტრანტს ევალება CD-ზე ჩაწერილი წარმოადგინოს როგორც სამაგისტრო ნაშრომი, ასევე  რეცენზიებისა და ხელმძღვანელის დასკვნის სკანირებული ვერსიები;
კომისიის მდივანი მაგისტრანტების მიერ წარმოდგენილი მასალის ელ. ვერსიას (სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე) გადაუგზავნის კომისიის წევრებს;
სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაციის დრო განსაზღვრული იქნება თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისა და მაგისტრისთვის. მაგისტრანტს უფლება აქვს დაესწროს  სამაგისტრო ნაშრომების დაცვას. 


Print

« იხ. ყველა სიახლე