2016-04-04

oikos Tbilisi - საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

oikos Tbilisi - სტუდენტური ორგანიზაცია მდგრადი ეკონომიკისა და მენეჯმენტის განვითარებისთვის, 7 აპრილს, 14:00 სთ-ზე თსუ-ს მაღლივ კორპუსში (აუდიტორია 208) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანია სტუდენტების ინფორმირება საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის და მისი ადგილობრივი  წარმომადგენლობის, oikos Tbilisi-ს საქმიანობის შესახებ. სტუდენტები გაეცნობიან ორგანიზაციის მისიას, მიზნებს, მუშაობის სტილს, წევრობის უპირატესობებს და გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დეტალებს. ასევე მოხდება მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის!

ვებ-გვერდი: oikos-tbilisi.org
საკონტაქტო ი-მეილი: info@oikos-tbilisi.org



Print

« იხ. ყველა სიახლე