თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორთა ვიზიტი ბერლინში

ივ ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები რევაზ გველესიანი, ელგუჯა მექვაბიშვილი, ეთერ ხარაიშვილი და ეკა ლეკაშვილი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში 2011 წლის  17-26 ივლისს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში (გერმანია). ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პროექტის მომზადების, სემინარის ,,კონფლიქტების კომპეტენცია და კრიზისების პრევენცია საქართველოში” და ფორუმის ,,თბილისის ბალკონი - 2” ორგანიზების, ,,თანამშრომლობის სივრცის” პროექტის, ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის ვებ-გვერდის განახლებისა და ინფორმაციული სრულყოფის საკითხები.

ვიზიტის მსვლეობისას  თსუ დელეგაციის წევრები შეხვდნენ გერმანიაში საქართველოს ელჩს ქალბატონ Gგაბრიელა ფონ ჰაბსბურგს, პროფესორს უვე ჰალბახს, პოტსდამის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების უმაღლესი სკოლის პროფესორს, დოქტორ ანგელა მიკლეის, პროფესორს, დოქტორ ჰეიკო შტეფენსს, პროფესორს, დოქტორ ვოფგანგ ვენგს.




პროფესორები ე. მექვაბიშვილი, ა. მიკლეი, რ. გველესიანი, ე. ლეკაშვილი.
 







პროფესორები ვ. ვენგი, რ. გველესიანი, ე. ხარაიშვილი, ა. მიკლეი, უ. ჰალბახი, ე. მექვაბიშვილი