ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-20

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG Georgia აცხადებს ვაკანსიებს

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG Georgia აცხადებს ვაკანსიას აუდიტის ასისტენტის პოზიციაზე. კომპანია ასევე შეარჩევს კანდიდატებს აუდიტის დეპარტამენტის ინტერნისა და საგადასახადო დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციებზე.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსელ სტუდენტებს.

23 მაისს 13:00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში ჩატარდება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც ისაუბრებენ და პასუხს გასცემენ შეკითხვებს KPMG Georgia-ს, აუდიტის, გამოცხადებული ვაკანსიებისა და შერჩევის პროცესის შესახებ.

დასწრება თავისუფალია!

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:
დანართი 1
დანართი 2
Print

« იხ. ყველა სიახლე