2014-02-04

ეკონომიკის, ბიზნესის მენეჯმენტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ICEMBIT 2014)


2014 წლის 30-31 იანვარს არაბთა გაერთიანებული საემიროების ქ. დუბაიში გაიმართა მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის მიერ ორგანიზებული ეკონომიკის, ბიზნესის მენეჯმენტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ICEMBIT 2014), რომელშიც მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი და მიკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი.



კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ, ქართველ მეცნიერებთან ერთად სექციაში მოხსენებით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს, საბერძნეთის, ლიტვის, ყაზახეთის, ირანის, ალჟირის, პაკისტანის, მალაიზიის, კორეის, კუვეიტის, საუდის არაბეთის, ნიგერიის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის მიზანი იყო სიახლეების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და აზრთა გაცვლა ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სფეროში, ასევე, თანამშრომლობის განვითარება უნივერსიტეტებს შორის.

საქართველოს წარმომადგენლები გამოვიდნენ მოხსენებით თემაზე: "ტურიზმის პოლიტიკა და ველნეს ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში". მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გამოიხატა შეკითხვების სიმრავლეში. კონფერენციის  მონაწილეები გახდნენ მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო სარედაქციო საბჭოს წევრები სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განხრით.



საქართველოს წარმომადგენლებს კონფერენციის მსვლელობისას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მეცნიერებისა, შეხვედრები ჰქონდათ იტალიის, აშშ-ს, ნორვეგიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მეცნიერებთან. დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს (NHS), კუვეიტის (ამერიკული უნივერსიტეტი) და ლიტვის (კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) უნივერსიტეტებთან. 

მონაწილეებმა მიიღეს  კონფერენციის პროგრამა, სამეცნიერო ნაშრომების კრებული, CD და სერტიფიკატები:

CERTIFICATE - Eter Kharaishvili
CERTIFICATE - Gulnazi Erkomaishvili
CERTIFICATE - Marina Chavleishvili

Print

« იხ. ყველა სიახლე