"2013 წლის ბიუჯეტი და მისი პრიორიტეტები" - საჯარო დისკუსია სტუდენტებისთვის.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ახორციელებს პროექტს „დაგეგმე შენი ქვეყნის ბიუჯეტი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას  სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვაში. კავშირის ამოცანაა დაიცვას გადასახადის გადამხდელთა ინტერესები და შუამავლის როლი იკისროს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან გაიმართება დისკუსია ბიუჯეტის ხარჯებზე და მის პრიორიტეტებზე.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ დისკუსიაში მონაწილე აქტიურ სტუდენტებს სთავაზობს კავშირში გაწევრიანებას დაგრძელვადიან თანამშრომლობას. მათ მიეცემათ საშუალება გაიარონ სტაჟირება ორგანიზაციაში და მიიღონ შესაბამისი სერთიფიკატი, ასევე იმუშაონ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომლებიც დაფინანსდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ორგანიზატორი:    გადასახადის გადამხდელთა კავშირი
დრო:                        15 მარტი, პარასკევი, 16:30 სთ.
ადგილი:                 ივანე ჯავახიშვილის სახელობის
                                   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,
                                   პ. მელიქიშვილის სახ. აუდიტორია (N 115)

იხილე ბმული: