თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი "ნორჩი ეკონომისტის სკოლა"

 2008/09 სასწ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პირველად ჩამოყალიბდა საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი "ნორჩი ეკონომისტის" სკოლა, სკოლის კურატორია  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სპეციალისტი მარი უკლება.
    "ნორჩი ეკონომისტის" სკოლა მუშაობას შეუდგა 2008 წლის 1 ნოემბერს. საზეიმო ვითარებაში ჩატარდა ღია კარის დღე. ამ დღეს დაახლოებით 120 მოსწავლემ გაიარა რეგისტრაცია. "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის მსმენელთა რიგებში ასევე გაწევრიანდა  #131 არაქართულენოვანი საშუალო სკოლის 15 მოსწავლე და ამავე დროს ბოლნისის რაიონის სხვადასხვა სკოლებიდან X, XI და XII კლასის 25 მოსწავლე, რომლებიც ორგანიზებულად ესწრებოდნენ ლექციებს.
   ყოველ შაბათს უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის 206 აუდიტორიაში 11 საათზე დაახლოებით 20 საჯარო სკოლიდან IX, X, XI და XII კლასის 100-მდე მოსწავლე, ვინც ეკონომიკის შესწავლით არის დაინტერესებული, ისმენდნენ ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებში. ფაკულტეტის პროფესორებმა (ძირითად კონტინგენტს ლექტორებისა წარმოადგენდა სრული პროფესორები, კათედრის გამგეები) სკოლის მოსწავლეებისათვის ადვილად გასაგები ენით, ძალიან საინტერესო ლექციები წაუკითხეს მოსწავლეებს. ლექციის ჩატარების ფორმატი იყო შერჩეული: 40-50 წთ-იანი ლექცია და შემდეგ ურთიერთობა გადადიოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
 
ორი წლის განმავლობაში ჩატარდა შემდეგი ლექციები 

2009 წლის გაზაფხულზე მოეწყო "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი გასვლითი ლექცია ბოლნისის ეპარქიაში.  სკოლის 80-მდე მოსწავლემ და პროექტში მონაწილე პროფესორებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ამ საინტერესო ღონისძიებაში. ბოლნისის ეპარქიის, რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებმა და სკოლების დირექტორებმა  მოგვიწყვეს შეხვედრა კულტურის სასახლის დარბაზში და სადაც მოისმინეს ლექცია თემაზე "ქრისტიანობა და რელიგია", რომელიც წაიკითხა პროფესორმა გიორგი შიხაშვილმა. მოვილოცეთ ქართული სალოცავები: ბოლნისის სიონი, აკაურთა, წუღრუღაშენი.
     2009 წელს "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის მოსწავლეთა  საზეიმო      გამოშვებაზე    საპატიო დიპლომები გადაეცა პროექტში მონაწილე ყველა  პროფესორს, სერთიფიკატები კი _ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის 20-მდე წარჩინებულ, აქტიურ და ყველაზე პატარა 2 (VI კლასი) მსმენელებს. აგრეთვე გამორჩეული მოსწავლეები დავაჯილდოვეთ საუკეთესო წიგნებით;
    2010 წლის ოქტომბრიდან "ნორჩი ეკონომისტის" სკოლა კვლავ შეუდგა მუშაობას და გააგრძელა ლექციების კურსი.  გაიზარდა პროექტში მონაწილე პროფესორთა რიცხვი და ახალგაზრდა დოქტორებმა მეტად საინტერესოდ იმუშავეს სკოლის მოსწავლეებთან. სულ ორი წლის განმავლობაში ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა 33 ლექცია.
   2010 წლის 11 ივნისს "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის მოსწავლეთა  გამოშვება განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. ფართო რეზონანსი მიეცა საბავშვო უნივერსიტეტის მუშაობას. დამსწრე საზოგადოებამ და მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის იყვნენ თსუ ვიცე სპიკერი ქალბატონი მარინა ლომოური, მეცნიერების განვითარებისა და კვლევების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი ხათუნა კახიანი და სხვ. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს მეტად კარგი და სასარგებლო მუშაობაა, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასევე სკოლის ყველა  მოსწავლისათვის.
  ბოლოს "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის ყველა მოსწავლეს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, ასევე პროექტში მონაწილე ყველა პროფესორი დაჯილდოვდა დიპლომებითა და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.
   ორი წელია ასეთი საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს და მუშაობს "ნორჩი ეკონომისტის" სკოლა. მომავალ წელს იგი უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს  გახდის მოსწავლეთა ცხოვრებას და შეეცდება, კიდევ ერთხელ, დაანახოს სკოლის მოსწავლეებს, რომ ეკონომიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრია.