2013-12-12

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


ა.წ. 12 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: რექტორი პროფესორი შევქეთ ერჯან თუნჩი, კანცლერი რესულ დიკმენი, მარკეტინგის კოორდინატორი პროფესორი კახა ჯაყელი და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომელი ლალი გიგაური.  მათ მიესალმა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, სამეცნიერო სამსახურის ხელმძღვანელი პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" მენეჯერი სოფიკო ჯვარშეიშვილი და ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი უჩა გოგიშვილი.



მხარეებმა იმსჯელეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ერთობლივ სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე. გადაწყდა, რომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას 2014 წლის მაისის ბოლოს დაგეგმილ აბრეშუმის გზის მე-9 საერშასორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაში.








Print

« იხ. ყველა სიახლე