2015-12-15

უნგრელი და პოლონელი პროფესორების საჯარო ლექციები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე


მიმდინარე წლის 9 და 16 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევიან მისკოლსკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დანიელ კუტორი (უნგრეთი) და ლეონ კოზმინის აკადემიის პროფესორი დომინიკა ვოჟტოვიჩი (პოლონეთი). პროფესორების მიერ ჩატარდება ლექციები საერთაშორისო გრანტის ფარგლებში „ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე“, რომელსაც თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა ახორციელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით.
ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დაესწორს მათ ლექციებს, რომლებიც დაგეგმილია 9 და 16 დეკემბერს 18.00 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 609-ე აუდიტორიაში.
გთხოვთ, გვეწვიოთ.

Print

« იხ. ყველა სიახლე