2015-10-18

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გიწვევთ პროექტის "დაიწყე ბიზნესი Fablab-თან ერთად" გაცნობით შეხვედრაზე.


თუ გინდათ შექმნათ წარმატებული ბიზნეს კომპანია, აუცილებლად ჩაერთეთ აღნიშნულ პროექტში.
ამ მიზნით, მობრძანდით 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივ კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, ჩვენ დაგეხმარებით.

პროექტის აღწერა:

სააგენტო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab-თან თანამშრომლობით ახალგაზრდებს აძლევს შანსს დახვეწონ, განავითარონ და განახორციელონ ბიზნეს იდეა.

ჩატარდება კრეათონი გუნდების და იდეების ჩამოყალიბებისთვის. რის შემდეგაც ყველა დარეგისტრირებული პირი გაივლის ბიზნესს სატრენინგო კურსს, გაეცნობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპს. აგრეთვე, გაეცნობიან ლაბორატორიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიების ბიზნეს საქმიანობაში გამოყენებისა და ამ ტექნოლოგიების ბაზაზე ინოვაციური პროდუქტების შექმნის პერსპექტივებს.

ეკონომისტებს, ბიზნესადმინისტრატორებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებს,  მარკეტერებს ან თუნდაც სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც აქვს იდეა, საშუალება ეძლევათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნეს მოდელი, ასევე შექმნან პროდუქტის 2D მოდელი და ჩამოაყალიბონ კომპანია. სატრენინგო კურსის შემდეგ შერჩეული მონაწილეები გადავლენ პროექტის შემდეგ ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს მენტორებთან შეხვედრას, პროტოტიპის შექმნასა და რეალიზებას. პროდუქტის ბაზარზე გატანა პროექტის ფარგლებში პირველად რომელიმე დიდ სავაჭრო ცენტრში (თბილისი მოლი, ისთ ფოინთი და სხვა) ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე მოხდება, სადაც მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქტის დატესტვას და სამომავლო სტრატეგიების განსაზღვრას.

Print

« იხ. ყველა სიახლე