პირველი საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით 28-29 ოქტომბერს გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია ,,სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები“. კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.  
   
კონფერენციის I დღე

კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ შვეიცარიიდან, ინგლისიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან მოწვეული სტუმრები.  ასევე ბოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა“ და ფერმერები.

მოეწყობა ყველის ფესტივალი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის მიერ. 

კონფერენცია გაიხსნება 28 ოქტომბერს, 10:00 საათზე.
უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ მაღლივი კორპუსი, აუდ. №206

კონფერენციის II დღე

ღვინის ტური ნაფარეულში ,,ტყუპების ძველი მარანი“.
პრეზენტაციები: ,,კახური ქვევრის ღვინო“  და ,,ქართული ღვინო“.   
კონფერენციის დასასრულს გაიმართება  ,,კახური სუფრა“.

ღვინის ტური  გაიმართება ნაფარეულში 29 ოქტომბერს.
09.00 სთ. გასვლა რესპუბლიკის მოედნიდან.