2014-11-15

ყურადღება! სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები 2014/2015 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

 
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ჰუმანიტარულ,
ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ფსიქოლოგიისა და განათლების, სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული
ფაკულტეტების ბაკალავრიატის II და III და მაგისტრატურის I კურსის
სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლის უფლების
მოსაპოვებლად.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური
ენის ცოდნა!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
CV (ქართულ და იტალიურ ენებზე)
მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 5 ეგზემპლარად)
აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდით დამოწმებული)
რეკომენდაცია (ქართულ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
პასპორტის ასლი

მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს
მომსახურების შემდეგ პაკეტს:

უფასო სწავლა
ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
კვების ბარათი

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 25 ნოემბრის 16 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და დოკუმენტების ჩასაბარებლად მიმართეთ
ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში
(თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი 121)
 
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე