ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-06

შეხვედრა თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

6 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები თბილისის 61-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. მე-12 კლასელ მოსწავლეებს, ფაკულტეტის მიღწევებისა და წარმატებების შესახებ უამბეს დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, მისმა მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ფარესაშვილმა, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილემ მამუკა ხუსკივაძემ, ფინანსურმა მენეჯრემა აკაკი მიქაბერიძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა უჩა გოგიშვილმა. მოსწავლლები დაინტერესდნენ ფაკულტეტზე არსებული პროგრამებით, მიღების პირობებით და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებით.

















Print

« იხ. ყველა სიახლე