2014-09-30

სოციალურად დაუცველი სტუდენტების საყურადღებოდ!


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით გრძელდება სტუდენტების სტაჟირების პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას და დაეხმაროს დამსაქმებლებს კვალიფიციური კადრების მოძიების პროცესში.

პროექტის სამიზნე ჯგუფია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული სტუდენტები, რომელთა მოქმედი სარეიტინგო ქულა 70.000-ზე ნაკლებია და რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის დამამთავრებელ კურსზე საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების, მარკეტინგის სპეციალობებზე.

სტუდენტებს, რომლებიც შეესაბამებიან აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესებულები არიან ამ პროექტში მონაწილეობით, ვთხოვთ, 2 ოქტომბრის ჩათვლით დაგვიკავშირდნენ ელ: ფოსტაზე: career@tsu.ge და მოგვაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

1.      გვარი, სახელი

2.      პირადი ნომერი

3.      ელ. ფოსტის მისამართი

4.      ტელეფონი

5.      ფაკულტეტი, სპეციალობა

6.      საშუალო აკადემიური მოსწრება

7.      სწავლების სემესტრი

8.      უმაღლესი განათლების საფეხური (ბაკალავრი, მაგისტრატურა)

9.      რეგიონი, სადაც გსურთ სტაჟირების გავლა
Print

« იხ. ყველა სიახლე