Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
სახელმძღვანელოს „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია
22/05/2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული ფრედ რ. დევიდისა და ფორესტ რ. დევიდის სახელმძღვანელოს - „სტრატეგიული მენეჯმენტი - ცნებები და ვითარებები“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვაელოს თარგმანი დაფინანსდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.